09:13
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
6 ქვეყანა, რომელიც საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ მოინახულა 2020 წლის 1-ელ კვარტალში
28-05-2020

2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მილიონ 619 ათას 900 გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176 ათას 700 და 104 ათას 800 ვიზიტი. მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელზეც ვიზიტების - 15.2% მოდის; მას მოსდევს სომხეთი - 11,1%-ით; რუსეთის ფედერაცია - 6.3% -ით და უკრაინა - 0.8%-იანი წილით.

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332 მილიონ 800 ათას ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735 ლარი და 60 თეთრი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები