
ლი ბარდუგოს წიგნი "ყვავების ექვსეული" - ექვსი ყველასგან უარყოფილი ადამიანი გრიშავერსის მაგიურ სამყაროში გამდიდრებისთვის ისწრაფვის. აქ ყველაზე რთულია სიკვდილს გადაურჩე. მუდმივი გაქცევა, ბრძოლა, დაბრკოლებების გადალახვა- ეს ისაა რისი ატანაც მიზნის მისაღწევად „ყვავების ექვსეულის“ მთავარ გმირებს უწევთ. ლი ბარდუგო თავის ზემოთ ხსენებულ წიგნში, ადამიანებს საინტერესო სახით წარმოაჩენს. მუდმივი დინამიკა და თავგადასავლები ყვავების ექვსეულის პერსონაჟების თანმდევი ხდება. ისინი ქურდობენ, უამრავჯერ იქცევიან არასწორად და გასამდიდრებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, მიუხედავად მათი არც თუ ისე მოსაწონი საქციელებისა, თითეული მათგანი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ნაწარმოების შინაარსით ლი ბარდუგო მკითხველისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ხშირად ჩვენვე ვუბიძგებთ ადამიანებს სწორ გზას გადაუხვიონ და არაფერს ვუტოვებთ ისეთს, რის გამოც უკან დახევას მოისურვებენ და შეძლებენ.





