08:06
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
10-09-2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდების მხარე შუამდგომლობას მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფუძვლებით ასაბუთებდა.

როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, ბრალდებულმა ისე ამარიანმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მან 62 წლის ქალს კისრის არეში 4 ჭრილობა მიაყენა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ასევე მიყენებული აქვს გულ-მკერდისა და თავის არეში. შეგახსენებთ, რომ თემქაზე 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც გარდაცვლილი ქალი იპოვეს. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია.

AutoPlay
პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობისა და გარემოსდამცველების აქციები გაიამართა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების გამოცდების გარეშე ჩარიცხვას შეეხება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდი გამოიყენონ
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
"გამარჯვებული საქართველოს" წევრებმა ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ კარავი გაშალეს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
დოლიძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც 2 მამაკაცს დაეცა - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები