ნოდარ ნიშნიანიძეს და გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - Palitra News

ნოდარ ნიშნიანიძეს და გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

2016-09-05 15:28:44+04:00
ნოდარ ნიშნიანიძეს და გიორგი ფეიქრიშვილს დიღმის პოლიციის სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავებიან. ადვოკატი აცხადებს, რომ ორივე დაკავებულის მიმართ სამართალდაცველთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა ხდებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ნიშნიანიძის სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღეს, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.