ყველაზე ტიტულოვანი შავკანიანი მსახიობი დალაქისა და დამლაგებლის ოჯახიდან - მორგან ფრიმენის რთული გზა ჰოლივუდისკენ - Palitra News

ყველაზე ტიტულოვანი შავკანიანი მსახიობი დალაქისა და დამლაგებლის ოჯახიდან - მორგან ფრიმენის რთული გზა ჰოლივუდისკენ

2017-02-03 17:45:32+04:00

ცნობილი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი მორგან პოტერფილდ ფრიმან-უმცროსი 1937 წლის 1 ივნისს, ტენესის შტატ ქალაქ მემფისში, დალაქის და დამლაგებლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ფრიმენების ოჯახი, ფინანსური პრობლემების გამო ბევრს მოგზაურობდა, რის გამოც პატარა მორგანი ერთ ადგილას დამკვიდრებას და მეგობრების შეძენას ვერ ახერხებდა. იგი სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი სამუშაოებით, ოჯახის დახმარებას ცდილობდა პარალელურად კი მსახიობობაზე ოცნებობდა და კინოროლებზე ქასთინგების ხშირი სტუმარიც იყო, თუმცა 40-50 იან წლებში ახალგაზრდა შავკანიანისთვის თავის დამკვიდრება საოცრად რთული გამოდგა.