ამერიკელი ბლუზის ლეგენდა, რაილი ბი კინგი, ცნობილი როგორც ბიბი კინგი, 1925 წლის 15 სექტემბერს, ამერიკის შტატ მისისიპიში, პატარა ქალაქ ‘’იტა ბენში’’ დაიბადა. ახალგაზრდობა რაილის არც ისეთი სახალისო და უზრუნველი ჰქონდა. შავკანიანი ახალგაზრდისთვის, რომელიც თავის პატარაობას 30-იანი წლების ამერიკაში ატარებდა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა, განსაკუთრებული წარმატების მიღწევა საოცრად რთული იყო. რაილის პატარაობიდანვე მუსიკისადმი უდიდესი ლტოლვა გააჩნდა, რამდენიმე წელი ბაპტისტური ეკლესიის ორკესტრში მღეროდა, პარალელურად კი იმ დროის უდიდესი ბლუზმენების ჩანაწერებს უსმენდა.
1943 წელს, 18 წლის ბიბი კინგმა მშობლიური ქალაქი დატოვა და გრინვუდში გადავიდა, სადაც ტრაქტორის მძღოლად დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი ადგილობრივ ბენდში დაიწყო დაკვრა. რამდენიმე წლიანი მძიმე ცხოვრების შემდეგ რაილი მემფისში გადავიდა საცხოვრებლლად, სადაც მუსიკალურ რადიო გადაცემაში იღებდა მონაწილეობას. კინგი პოპულარული ხდებოდა, რამდენიმე ხანში კი შტატის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ რადიოსადგურ WDIA- ზე 10 წუთიანი ეთერი დაუთმეს, რამაც მას საკმაო პოპულარობა მოუტანა. აღნიშნული გამოსვლების შემდეგ მას ზედმეტსახელად ‘’ბლუზის ბიჭუნა ბილ სტრიტიდან შეერქვა’’, რომელიც შემდგომში თავად მუსიკოსმა