ესპანელი გენერალი და მმართველი, ფრანცისკო ფრანკო ბაამონდე, 1892 წლის 4 დეკემბერს, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ელ-ფეროლში დაიბადა. ფრანკოს წინაპრები მამის მხრიდან, სამხედრო მეზღვაურები იყვნენ და ეს ტრადიცია ოჯახში, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მამის მსგავსად, პატარა ფრანცისკოსაც მეზღვაურობა სურდა, თუმცა ოჯახური ტრადიციის მიხედვით, საზღვაო აკადემიაში მისმა უფროსმა ძმამ ნიკოლასმა ჩააბარა. ფრანცისკომ, რომელსაც მოფერებით პაკოს ეძახდნენ კი - ტოლედოს სამხედრო აკადემიაში ჩააბარა.