ულტრათანამედროვე საკრედიტო ბარათი - Palitra News

ულტრათანამედროვე საკრედიტო ბარათი

2017-05-29 18:16:13+04:00

წარმოგიდგენთ ინოვაციურ პლასტიკურ ბარათს, რომელსაც რამდენიმე ბარათის ერთდროულად მართვა შეუძლია. Fuze Card ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბარათი, რომელსაც უამრავი ფუნქციის შესრულება შეუძლია. კერძოდ, სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ყველა თქვენი ბარათის ერთ ბარათში მოთავსება და მისი გამოყენება. საჭიროებისამებრ თქვენ შეგიძლიათ თითის მარტივი მოძრაობით აარჩიოთ რომელი ბარათის გამოყენებაც გსურთ და Fuze Card დაუყოვნებლივ თქვნთვის სასურველ ბარათად გადაიქცევა, იქნება ეს სახელფასო, სასაჩუქრე თუ საკრედიტო. უფრო მეტიც, ინოვაციურ ბარათში თქვენი პირადობის მოწმობისა და სატრენაჟორო დარბაზის აბონიმენტის ჩატვირთვა და გამოყენებაც შეგიძლიათ. შესაბამისად, იდეის ავტორების თქმით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ თან საფულის და უამრავაი ბარათის ტარება. Fuze Card ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება თქვენს ტელეფონს და მობილური აპლიკაციით იმართება. თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ მისი დაბლოკვა დაკარგვის შემთხვევაში, ხოლო თუ ის სადმე დაგრჩათ, თქვენ ავტომატურად მოგივათ შეტყობინება და მისი ლოკაცია სმარტფონზე.