თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI გაიხსნა - Palitra News

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI გაიხსნა

2017-06-14 13:47:18+04:00

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "იოტა ჰოტელ თბილისი" გაიხსნა. სასტუმროში 90 საცხოვრებელი ოთახი, სამი საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი იოტა გარდენი, რესტორანი ღუმელი და ღვინის შემეცნებითი ბარია განთავსებული. სასტუმროს ოთახებში საქართველოში დამზადებული ტელევიზორები დგას. ავეჯი კი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ხით არის დამზადებული. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღები. იოტა ჰოტელ თბილისში 145 ადამიანია დასაქმებული.