სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - Palitra News

სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2017-07-04 19:55:31+04:00

5-დან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველოში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.