ტოკიოში დაახლოებით, 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.ოფიციალურად ტოკიო არ არის ქალაქი, ის იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურაა, რომელიც 62 ადმინისტრაციული ერთეულისაგან შედგება. დღეისათვის, ყველა სპეციალური რაიონი გათანაბრებულია ქალაქთან და ყველას საკუთარი მერი და საქალაქო საბჭო ჰყავს.
ტოკიოში სიმჭიდროვე 1კმ²-ზე 6,000 ადამიანს უდრის, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებლია.გერმანელი ფოტოგრაფი მიქაელ ვოლფი რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ტოკიოს მეტროში, პიკის საათის დროს, მყოფი მგზავრების სახეებს.
"ჩვეულებრივ, ფოტოებს პიკის საათში, დილის 7:45-დან 8:50-მდე ვიღებდი, როდესაც მეტრო ყოველ 80 წამში ერთხელ დადის. სურათების გადასაღებად მხოლოდ 30 წამი მქონდა".