სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში - "კარფურთან" სპეცრაზმმა ნარკორეალიზატორი დააკავა - Palitra News

სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში - "კარფურთან" სპეცრაზმმა ნარკორეალიზატორი დააკავა

2017-08-15 16:11:18+04:00

მორიგი სპეცოპერაცია თბილისში - დედაქალაქის შემოსასვლელში, კარფურის სიახლოვეს სპეცრაზმმა ნარკორეალიზატორი დააკავა. ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა. ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები იმყოფებიან. არსებული იმფორმაციით, ავტომობილები დასავლეთ საქართველოდან კერძოდ კი ქობულეთიდან დედაქალაქის მიმართულებით ბრუნდებოდნენ. სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია. თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ მცირე კომენტარი კეთდება. მათი ცნობით, დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.არაოფიციალური ცნობით, სპეცოპერაცია 14 აგვისტოს ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდება.