ეგვიპტის პირამიდის მშენებლობის საიდუმლო ამოხსნეს - Palitra News

ეგვიპტის პირამიდის მშენებლობის საიდუმლო ამოხსნეს

2017-10-02 16:31:37+04:00

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა, რომელსაც არქეოლოგი მარკ ლენერი ხელმძღვანელობს, უძველესი პაპირუსი აღმოაჩინა, სადაც ხეოფსის პირამიდის მშენებლობაა აღწერილი. კერძოდ, დოკუმენტში მოთხრობილია, როგორ გადაჰქონდათ ეგვიპტელებს კირქვისა და გრანიტის 2,5 ტონიანი ბლოკები 800 კილომეტრის მანძილზე. პაპირუსის ავტორი, რომელიც 40 მუშის ზედამხედველი იყო, აღწერს, რომ ეგვიპტელებმა მდინარე ნილოსს კალაპოტი შეუცვალეს და ხელოვნული არხი გააკეთეს. მშენებლები იყენებდნენ ხის ნავებს, რათა უზარმაზარი ბლოკები გადაეტანათ. პაპირუსის გარდა მკვლევარებმა ნავის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონ ხეოფსის მმართველობის სიმბოლო იყო.