მთავრობის მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება განათლების და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მოუწევს თუ არა მას პოსტის დატოვება, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და გადაწყვეტილებასაც მის მოხსნასთან დაკავშირებით, სწორედ ის მიიღებს.