ჩრდილოთ ამერიკას გაუდაბნოება ემუქრება - Palitra News

ჩრდილოთ ამერიკას გაუდაბნოება ემუქრება

2017-10-31 17:24:12+04:00

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიშის თანახმად, ტემპერატურის სწრაფი ზრდის გამო, რაც მყინვარების დნობას იწვევს, ჩრდილოეთ ამერიკას გაუდაბნოება ემუქრება.

სპეციალისტებმა აშშ-ის კლიმატი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შტატებში არსებული თითქმის ყველა მყინვარის მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის უტყუარობას სატელიტური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიც მოწმობს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, აშშ-ის მასშტაბით მყივნარწვერებზე დაკვირვება 1970 წლიდან მიმდინარეობს, პროცესები კი განსაკუთრებით ბოლო 20 წელიწადში დაჩქარდა.