დიდ ბრიტანეთში დასაქმებული ქალების 50%, ხოლო კაცების 20% სამსახურში სექსუალური ხასიათის შევიწროების მსხვერპლია. BBC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაზარალებულების ნახევარზე მეტს შემთხვევის შესახებ სამართალდამცველი უწყებებისთვის არ მიუმართავს.
BBC-იმ 2500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. ქალების 63%-მა განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვა უშედეგო იქნებოდა. ამავე კვლევამ ცხადყო, რომ გაერთიანებულ სამეფოში ათიდან ერთი ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
გამოკითხული ქალების 30% სამსახურში სექსუალურ შევიწროებას ხელმძღვანელისგან განიცდიდნენ, რის სანაცვლოდაც მათ დაწინაურებას სთავაზობდნენ, უარის შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ.