პირველი რობოტი, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს - Palitra News

პირველი რობოტი, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს

2017-11-06 20:46:07+04:00

საუდის არაბეთში ადამიანის მსგავს რობოტს ტექნოლოგიების სამიტზე მოქალაქეობა მიანიჭს. რობოტი, რომელიც ადამიანს ძალიან წააგავს მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. დახვეწილ რობოტი სახელად სოფია Hanson Robotics -ის მიერ არის დამზადებული. მას ფერმკთალი სახე აქვს, ხოლო მისი სახის ნაკვთები იმდენად მოქნილია, რომ საუბრის დროს მას თავისუფლად შეუძლუია სახის მიმიკების ექსპრესიაულად შეცვლა. რობოტი ფართო აუდიტორიის წინასე 25 ოქტომბერს წარდგა რომ სიტყვით მიემართა ასობით ადამიანისთვის. კონფერენციაზე, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა და უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა, სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა და პრესის კითხვებს უპასუხა. როგორც რობოტმა აღნიშნა, ის მუდამ ბედნიერად გრძნობს თავს, როდესაც ჭკვიანი ადამიანებით არის გარშემორტყმული. ‘ეს არის ისტორიული ფაქტი, მე ვარ პირველი რობოტი, რომელსაც მოქალაქეობა მიენიჭა“, - აღნიშნა რობოტმა დამსწრეების წინაშე. თუმცა როგორც აღნიშნავენ, რობოტი ყოველთვის ასეთი მეგობრული არ ყოფილა ადამიანების მიმართ. 2016 წელს, როდესაც მიმსა შემქმნელმა დევიდ ჰანსონმა, ჰონგ- კონგში დაფუძნებული ჰანსონ რობოტიკის დამაარსებელმა, მას ხუმრობით ჰკითხა ადამიანების განადგურება სურდა თუ არა, სოფიამ მისდა გასაკვირად უპასუხა, რომ ის გაანადგურებდა ადამიანებს. გარდა ამისა, ინტელექტუალურმა რობოტმა ელონ მასკიც კი მასხრად აიგდო, როდესაც ამერიკელმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა ადამიანებისთვის მისი საფრთხის შემცველობაზე ისაუბრა.