12:57
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
9 ოქროს წესი ჩვილის დედებს: როდის და როგორ უნდა ვაბანაოთ ახალშობილი?
03-12-2018

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყოველდღე უნდა ვაბანაოთ.  ეს არის ყოველდღური ჰიგიენური პროცედურა და არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ახალშობილის დედამ:

ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეში ბანაობის ხანგრძლივობა 5-10 წუთი უნდა იყოს.

მანამ, სანამ წყლით გავავსებთ ბავშვის აბაზანას, ის კარგად უნდა გავრეცხოთ საბავშვო ნივთებისთვის განკუთვნილი სპეციალური სარეცხი საშუალებებით, შემდეგ კი ცოტა ხანი გავაჩეროთ გამდინარი წყლის ქვეშ.

წყლის ტემპერატურა 38-37 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ოთახის ტემპერატურა - 26-28 გრადუსი.

ბანაობის პროცედურამ ბავშვს სიხარული უნდა მოუტანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელი არ ნერვიულობდეს და დადებითი ემოციით აბანაოს პატარა.

ნუ გამოიყენებთ  ღრუბელს და დაბანისთვის განკუთვნილ საშუალებებს, დედის ხელი საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა ბანაობის დროს. ნაზი ხელსმა დადებითად იმოქმედებს თქვენი პატარას ნერვიულ სისტემაზე.

საბავშვო დასაბანი საშუალებებით ბანაობა შეგიძლიათ კვირაში ერთი დღე, დანარჩენი დღეები მათი გამოყენება საჭირო არ არის. შეგიძლიათ, უბრალოდ თბილ წყალში აბანაოთ. თუ გვირილის ან

ორკბილას ნაყენს გამოიყენებთ, ძალიან ცოტა გაურიეთ და თან დააკვირდით, როგორ მოქმედებს ის ბავშვზე.

ბანაობის შემდეგ ჩააცვით თავისუფალი ტანსაცმელი, რათა იმოძრაოს და განავითაროს თავისი პატარა კუნთები. რეკომენდირებულია თხელი ქუდის დაფარება ნახევარი საათის განმავლობაში.

გახსოვდეთ,რომ წყალში თქვენი პატარა დიდ ენერგიას ხარჯავს  ბანაობის შემდეგ  და ძალიან შია, აუცილებლად შესთავაზეთ მისთვის ყველაზე საყავრელი საჭმელი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები