გაგარინის 10 ნომერში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს - Palitra News

გაგარინის 10 ნომერში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს

2017-11-16 12:18:11+04:00

გაგარინის 10 ნომერში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს. შენობის სრული დემონტაჟი ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ იგეგმება. თბილისის მერი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილია, მაცხოვრებლები დროებით ქირით გასვლას 14 ნოემბერს დათანხმდნენ. მერიის ცნობით, საცხოვრებელი შენობა ავარიულია.