შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს „ჰოგმანის“ უწოდებენ. ამ დღეს მთელი ქალაქი რობერტ ბერნსის ტექსტზე შექმნილ შოტლანდიურ სიმღერას მღერის. ახალი წლის ღამეს თივით გავსებულ კასრებს ცეცხლს უკიდებენ და ქუჩებში აგორავებენ, რაც სიმბოლურად ძველი წლის გაცილებას ნიშნავს.
შოტლანდიური ტრადიციით, ბედნიერი იქნება თუ არა დამდეგ წელს ოჯახი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა პირველად სახლში. ადგილობრივთა რწმენით, თუ პირველი სახლში მუქ თმიანი მამაკაცი შევა, ის ოჯახს ბედნიერებას მოუტანს. შოტლანდიაში არსებობს მეკვლეობის ტრადიციაც, რასაც ადგილობრივი დიალექტით „ფირსტ ფუტინგი“ ჰქვია.
ახალ წელს შოტლანდიელები ტრადიციულ კერძებს, შვრიის ორცხობილებს, პუდინგს, ყველის განსაკუთრებულ ნაირსახეობას, "კებენს" ამზადებენ, ვახშამზე კი მოხარშული ბატი და ბიფშტექსი, ასევე, ნამცხვარი და შემწვარი ვაშლები აქვთ.