საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მიერ დაზარალებულების პროტესტი პარლამენტთან - Palitra News

საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მიერ დაზარალებულების პროტესტი პარლამენტთან

2018-01-30 19:36:49+04:00

საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას და შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებას ითხოვენ, რომ სამომავლოდ საფინანსო კომპანიებმა მომხმარებლების მოტყუება ვერ შეძლონ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არაერთი პროტესტის მიუხედავად, რეაგირება არავის მოუხდენია.