მეტრო "ვარკეთილში" დაშავებულებიდან 4 პაციენტი "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს - Palitra News

მეტრო "ვარკეთილში" დაშავებულებიდან 4 პაციენტი "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს

2018-01-31 09:56:08+04:00

მეტრო "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან 4 პაციენტი "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს, დაშავებულთა ასაკი 31-დან 59 წლამდეა. ერთ-ერთი მათგანი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. მეტროს სადგურში გუშინ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.