ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მაკაროვი და GRAND POWER K105-ის ავტომატური პისტოლეტი, "ნაგანი" და 98 საბრძოლო ვაზნა - შსს-მ 3 პირი დააკავა - Palitra News

ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მაკაროვი და GRAND POWER K105-ის ავტომატური პისტოლეტი, "ნაგანი" და 98 საბრძოლო ვაზნა - შსს-მ 3 პირი დააკავა

2018-02-10 13:20:11+04:00

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა," - ნათქვამია განცხადებაში.