ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში ე.წ. "ზღვის ეშმაკი" იპოვეს - Palitra News

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში ე.წ. "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

2018-02-22 14:33:23+04:00

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში თევზის უნიკალური სახეობა "ზღვის ეშმაკი" იპოვეს. როგორც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გაარკვიეს თევზის ეს სახეობა” მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია. შავ ზღვაში კი ძალიან იშვიათია. "ზღვის ეშმაკის" მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.