პულე - ყველაზე ძვირადღირებული ყველი მსოფლიოში. ერთი კილოგრამის ფასი 1200 დოლარია. ყველს ზასავიკას ვირის ფერმაში, სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაკრძალში ამზადებენ. ფერმაში მომუშავეთა თქმით იმისათვის, რომ დამზადდეს 1 კილოგრამი ყველი, საჭიროა 25 ლიტრი ვირის სუფთა რძე.ნაკრძალში ასევე ამზადებენ ვირის რძეს, რომელიც მოთავსებულია ბოთლებში. ითვლება, რომ ვირის რძე იყო კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო.