გველებზე უშიშარი მონადირე - მანგუსტი სწრადად ეჩვევა ადამიანს და ზოგჯერ დარდითაც იღუპება, როცა პატრონი ტოვებს - Palitra News

გველებზე უშიშარი მონადირე - მანგუსტი სწრადად ეჩვევა ადამიანს და ზოგჯერ დარდითაც იღუპება, როცა პატრონი ტოვებს

2018-04-16 16:31:45+04:00

ყველა კარგად იცნობს რედიარდ კიპლინგის მოთხრობის გმირს რიკი-ტიკი-ტავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ველური მანგუსტი არა მხოლოდ გველებს ებრძვის უშიშრად, არამედ სწრაფად ეჩვევა ადამიანს და ყველგან კუდში დასდევს, მის გვერდით იძინებს და ზოგჯერ დარდითაც იღუპება, როცა პატრონი ტოვებს.მანგუსტი პალეოცენის ხანაში, დაახლოებით 65 მლნ. წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე. მართალია, მცირე ზომის ცხოველი მეცნიერული სახელით Herpestidae, კატისებრთა ქვეოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ გარეგნობით ქრცვინს უფრო ჰგავს, ვიდრე კატას.