ანა სუბელიანი - ჩემთვის 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვა იყო თავისუფლების აქტი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა - Palitra News

ანა სუბელიანი - ჩემთვის 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვა იყო თავისუფლების აქტი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა

2018-05-13 17:55:11+04:00

ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა, - ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ ანა სუბელიანმა განაცხადა. იგი ერთ-ერთია, ვინც 12 მაისს აქციაზე 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვავდა. ,,ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ",- განაცხადა სუბელიანმა.