საყოველთაო ჯვრისწერა თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა - Palitra News

საყოველთაო ჯვრისწერა თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა

2018-05-17 18:34:22+04:00

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, მსვლელობების პარალელურად საყოვეთაო ჯვრისწერის ცერემონია ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. სამების ტაძარში პატრიარქის კურთხევით 50-მა წყვილმა ჯვარი დაიწერა, მათ შორის ყველაზე უხუცესები 80 წლის ცოლ-ქმარი იყო.საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართა, სადაც ჯვარი 400–ზე მეტმა წყვილმა დაიწერა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ ჰქონდათ ჯვარი დაწერილი. 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა. წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა