ადიდებულმა მდინარე ღარულამ გუშინ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის შესასვლელთან ჯებირები დაანგრია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები წაიღო. როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანიძემ განაცხადა, სტიქიამ წაიღო ელექტრო გადამცემი ბოძებიც, რისი აღდგენითი სამუშაოებიც დასრულების ეტაპზეა.
"ამჯამად სიტუაცია სტაბულურია, გათენებისთანავე მდინარე დაუბრუნდა კალაპოტს, გაიწმინდა სოფლამდე მისასვლელი გზები და ღარის მოსახლეობის ცხოვრება დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს. უკვე მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენის პროცესიც", - განაცხადა ემზარ საბანიძემ.