აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის. ამის შესახებ მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირად (სსიპ) გარდაიქმნება.მთავრობის გადაწყვეტილებით, ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, ასევე ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.