აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტი ამჟამად მკურნალობის კურსს ადის და აქედან გამომდინარე არ აქვს საშუალება რომ საგამოცდო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
რაც შეეხება გამოცდის განმეორებით დანიშნვას, როგორც გორგოძე განმარტავს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსგავსი პრაქტიკა არ გააჩნია და არ აქვს შესაძლებლობა, რომ გამოცდა განმეორებით დანიშნოს.
რაც შეეხება აბიტურიენტის კონტაქტებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით მათ გამოცდაზე გასვლის საშუალება ექნებათ.
ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.