მსოფლიოში უძველესი ბუნებრივი მარგალიტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის სიახლოვეს მდებარე კუნძულ მარავეზე აღმოაჩინეს.
ექსპერტთა შეფასებით, მარგალიტი 8 ათას წელს ითვლის. მარგალიტთან ერთად ნეოლითის ხანის შეიარაღების ნარჩენებიცაა ნაპოვნი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენა ცხადყოფს, რომ უკვე იმ დროს მარგალიტი ვაჭრობის ან გაცვლის საგანს წარმოადგენდა.
მარგალიტი ლუვრ აბუ-დაბიში მიმდინარე თვის ბოლოს გამოიფინება. ის ექსპოზიციის ნაწილი იქნება, რომელიც სახელწოდების „ფუფუნების 10 ათასი წლის“ ქვეშ გაერთიანდება.