აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 430 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს. კლინიკებში 942 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროებში – 1 923, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 245 ინფიცირებული. სამინისტროს ცნობით, 100-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 42 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 12 102 ადამიანი აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება. სულ რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა 21 608 ინფიცირებულმა.