"პერსილისა" და "არიელის" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში, ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების "პერსილისა" და "არიელის" სასაქონლო ნიშნით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული სარეცხი საშუალებები. დანაშაული საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.