აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, რადგან დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის აყვანისთვისა და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ. მოსამართლემ დაკავებულების მოთხოვნა გაითვალისწინა და ისინი სხდომათა დარბაზიდან მტკიცებულებების შესაგროვებლად გაათავისუფლა.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებმა 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილების ბრალდებით დააკავა.