აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა, სამართალდამცველები აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქციაზე სამართალდამცველები რამდენიმე პირის დაკავებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საპროტესტო აქციის პარალელურად მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.