აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციაზე სამართალდამცველები რამდენიმე პირის დაკავებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი საყვირებით გააგრძელეს.
მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონში მძიმე სოციალური ფონია და მთავრობის თავმჯდომარე პრობლემებს თავს ვერ ართმევს.