აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს 9 თვის წინ სამართალდამცავებმა მათ 15 ავტომობილი წაართვეს, რომელიც ხის მასალით იყო დატვირთული და საგამოძიებო ორგანო მათ კუთვნილ ავტომობილებს ამ დრომდე არ უბრუნებს. მათივე მტკიცებით ხის მასალის გადატანას კანონიერად ახორციელებდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მაინც დააჯარიმეს.