არსებული ინფორმაციით, აჭარის ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებებია. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თანამდებობები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა დატოვეს. ასევე არხის ცნობით, საკადრო ცვლილება შესაძლოა შეეხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც მანამდე ბათუმის პოლიციის უფროსი იყო. როგორც ტელეკომპანია განმარტავს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები 3 დღის წინ დატოვეს. ამ დრომდე უცნობია, თანამდებობები მათ საკუთარი სურვილით დატოვეს დაატოვებინეს. დავით მამულაშვილი მთავარი სამმართველოს უფროსად 2015 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის იმერეთის საპატრულოს უფროსად მუშაობდა.