აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება საპატრულო პოლიციის როტაციის ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაინიშნება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად, უწყების ცნობით, აღნიშნული დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კახა ბუხრაძეს რუსთავის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე შეცვლის.