აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობდნენ, ხმაური იყო. საკითხი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო გაცდენებია. იგულისხმება არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ საკითხი სპეციალურად წინასაარჩევნოდ გამოიტანეს. იგი მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. უმაღლსი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის ბრალდება არასერიოზულია, რადგან სხდომა არჩევნების შემდეგ გაიმართება, საკითხის გატანას კი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს.