პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი ეს ის თემებია, რომლის თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე, - ასე ეხმიანება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე.როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არაპირდაპირი წესით.