ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ასევე ტენდენციებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გამომძიებლებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. სამუშაო შეხვედრა მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოში გაიმართა, სადაც 25-მდე გამომძიებელი და უბნის ინსპექტორი მონაწილებოდა.