ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გედევან ფოფხაძის განცხადება განიხილეს, რომლის მიხედვითაც მან აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, ვინ დაიკავებს ფოფხაძის ადგილს, ამაზე გუნდში კონსულტაციები გაიმართება. "კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი აუცილებლად გუნდთან უნდა იყოს შეთანხმებული და გუნდის მიერ გადაწყვეტილი, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა შემთხვევაში, გარდა წინა ერთი გამონაკლისისა" - განაცხადა სოფო კილაძემ.