ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა პირველი მოადგილის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელონ. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე პირველი მოადგილის წარდგენამდე გუნდში კონსულტაციების გამართვას გეგმავს.როგორც კილაძემ განაცხადა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურის დასახელებას ჯერჯერობით არ აპირებს. "მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პირის წარდგენა არის კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ მოხდეს კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჯერება" - აღნიშნა სოფიო კილაძემ. შეგახსენებთ გასულ კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, შესაბამისად ადამიანის უფლებათა კომიტეტში მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.