ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის მთავარი მენეჯერი თეონა ყუფუნია.
სასტუმრო რედისონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშსს წარუდგენს. ღონისძიებაზე რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართება მთავარი სპიკერი კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე იქნება. დღევანდელ კომიტეტზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.