„ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშები, რომლებიც ასახავს სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს.
ამასთან, კონფერენციაზე დაკვირვებები და მიგნებები პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა წარადგინეს.