ინგლისელი მომღერლის, ადელის ბოლო ნამუშევარი „30“ 2021 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა და Abba-საც კი გადაასწრო, რომელიც, ამ დრომდე, აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე იყო, - ამის შესახებ BBC წერს.გამოშვებიდან ერთ კვირაში 261 ათასი ალბომი გაიყიდა. იქამდე, შვედური პოპჯგუფის ალბომი Voyage-ი ლიდერობდა, რომლის ერთკვირიანი გაყიდვების მაჩვენებელიც 204 ათასი ეგზემპლარი იყო.ალბომს „30“ მედია „განქორწინების ალბომის“ სახელით მოიხსენიებს, რადგან მომღერალი აცხადებს, რომ ახალი ნამუშევრების ინსპირაცია სწორედ ქმართან დაშორების გამოცდილება გახდა.