2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა მილიონ 100 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონ 400 ათასი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 710 ათას 300-ით განისაზღვრა, რაც 21.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტების უმრავლესობა - 45.4 პროცენტი მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.