გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Adidas-მა 2020 წლის პირველი კვარტალი 93%-იანი წაგებით დაასრულა. გაყიდვები კი 19%-ით შეუმცირდა.
როგორც Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, უფრო ნეგატიური იქნება მეორე კვარტალი, Adidas-ი ამ პერიოდში გაყიდვების 40%-იან კლებას პროგნოზირებს.
Adidas– ის საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში 65 მილიონ ევრომდე შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი იყო.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა მაღაზიები. Adidas-ში აცხადებენ, რომ წლის შემოსავლებთან და გაყიდვებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რამდენადაც უცნობია, თუ როდის გაიხსნება მაღაზიები და როგორი იქნება მოთხოვნა პანდემიის ფონზე.